1. პროექტის სახელწოდება: ,, გამწვანება"
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
მე-7 კლასის მოსწავლეები შეისწავლიან მათი სკოლის გარშემო ტერიტორიას, მონაწილეობას მიიღებენ დასუფთავების ღონისშიებებში, შემდეგ კი დარგავენ ხეებს ყვავილებს და გაამწვანებენ საკუთარი სკოლის ეზოს.
3.პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია რადგან ყველა ადამიანისათვის აუცილებელია სუფთა გარემოში ცხოვრება და გარემოზე ზრუნვა.
4. პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლებს განუვითაროს სოციალური უნარები, თანაგანცდის, გარემოზე ზრუნვის უნარები
5.მონაწილეთა ასაკი: 12-13 წლის მოსწავლეები
6. ვადები და ხანგრძლივობა: 2018 წლის ოქტომბერი-2019 წლის მაისი
7. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კლასში მუშაობის დროს მოსწავლეები შეადგნენენ სკოლისა და თავიანთი სკოლის ეზოს მაკეტს, ჩამოწერენ გეგმას რა ჭონისძიებების გატარება მოუევთ, თუ რა ეტაპები უნდა გაიარონ, რომელ თვეში რა უნდა შეასრულონ და ა.შ. შეიმუშავებენ გეგმას, როგორ შეიძლება ჩართონ თანატოლებიც აღნიშნულ პროექტში. მასწავლებელი მოსწავლეებს დაყოფს ჯგუფებად იმის მიხედვით რომელი ჯგუფი რა მიმართულებით იმუშავებს, ასევე აწარმოებს მათი მუშაობის მონიტორინგს.
8. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შექმნიან ბლოგს, სადაც აღწერენ იმ ღონისძიებებს, რაც შეასრულებს, თანატოლებს გაუზიარებენ თავიანთ ნამუშევარს, გაალამაზებენ სკოლის ეზოს
9. სარგებელი სხვებისთვის: მოწესრიგებული გარემო სკოლის ირგვლივ
10. სამუშაო ენა: ქართული ენა, ინგლისური ენა
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები პრეზენტაციებს მოამზადებენ ინგლისურ ენაზე, ბლოგზე მასალებს მოათავსებენ როგორც ინგლისურ ასევე ქართულ ენაზე.
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ინგა ხუციშვილი
No comments:
Post a Comment